სად ფერხდება შერჩევა საცალო ქსელებში
ასობით CV ერთ ვაკანსიაზე
მოლარის ერთ პოზიციაზე იმდენი განაცხადი შემოდის, რომ მენეჯერი ყველასთან დაკავშირებას ვერ ასწრებს. საუკეთესო კანდიდატები კი ლოდინში სხვა შეთავაზებებს იღებენ.
გადაწყვეტა AuraHR-ითთითოეული კანდიდატი ხმოვან გასაუბრებას გადის განაცხადის შემოტანის დღესვე.
ყველა ფილიალი თავისებურად არჩევს
სხვადასხვა მაღაზიის მენეჯერი განსხვავებულ კითხვებს სვამს, ამიტომ „კარგი კადრი“ ყველა ფილიალში სხვადასხვა რამეს ნიშნავს.
გადაწყვეტა AuraHR-ითყველა მაღაზიაში შერჩევა მიმდინარეობს ერთიანი სტანდარტით, კითხვებითა და კრიტერიუმებით.
სამუშაო გრაფიკზე გვიან იგებთ
შაბათ-კვირისა და საღამოს ცვლებზე საუბარი გასაუბრების ბოლოს იწყება — მას შემდეგ, რაც ორივე მხარეს უკვე დიდი დრო აქვს დახარჯული.
გადაწყვეტა AuraHR-ითსამუშაო გრაფიკთან შესაბამისობა მოწმდება პირველივე კითხვებით, შეუსაბამობა კი მაშინვე ისახება ანგარიშში.
სალაროს სცენარი
სალარო განსხვავებულ ფასს აჩვენებს, ვიდრე დახლზეა
მოლარის პროფესიონალიზმი პატარა დეტალებში ჩანს: რიგი, განსხვავებული ფასი და ადმინისტრატორი, რომელიც ახლოს არ არის. სიტუაციური სცენარი გაჩვენებთ, როგორ აბალანსებს კანდიდატი მომხმარებლის ინტერესს, რიგს და მაღაზიის წესებს.
დახლზე ფასმაჩვენებელზე წერია 4.50 ლარი, სალარო კი 5.20 ლარს აფიქსირებს. ამ დროს მომხმარებლის უკან კიდევ ხუთი ადამიანი ელოდება. რას აკეთებთ?
- დამაზუსტებელი კითხვის მაგალითი
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ადმინისტრატორს დაუძახებთ, მაგრამ ადმინისტრატორი ათი წუთით შესვენებაზეა. რას ეუბნებით მომხმარებელს და რიგში მდგომებს ამ დროის განმავლობაში?
- რას ეცნობა მაღაზიის მენეჯერი
- ამოწმებს თუ არა კანდიდატი ჯერ ფასმაჩვენებელს, იცის თუ არა საკუთარი უფლებამოსილების ზღვარი და აწვდის თუ არა ინფორმაციას რიგს. მენეჯერი ამ მსჯელობას მაღაზიის საფასო პოლიტიკას ადარებს. სალაროსთან სისწრაფე და სიზუსტე კი გამოსაცდელ ცვლაში ფასდება.
კითხვები, რომლებსაც ინტერვიუერი სვამს
საწყისი კითხვები ამ ტიპის პოზიციისთვის. AuraHR ადგენს კითხვებს თქვენი ვაკანსიის აღწერის საფუძველზე, თქვენ განსაზღვრავთ, რა დაისვას, ხოლო ზოგად ან ბუნდოვან პასუხზე ინტერვიუერი თავად სვამს დამაზუსტებელ შეკითხვას.
პოზიციები, რომლებზეც ვატარებთ გასაუბრებებს
- მოლარე
- გაყიდვების კონსულტანტი
- საწყობის თანამშრომელი
- მაღაზიის სუპერვაიზერი
- ფარმაცევტის ასისტენტი
- ვიზუალური მერჩენდაიზერი
- 1
რომელ დღეებსა და საათებში შეგიძლიათ მუშაობა, შაბათ-კვირისა და სადღესასწაულო დღეების ჩათვლით?
შეფასების კრიტერიუმი: ცვლებთან შესაბამისობა
- 2
მომხმარებელი ეძებს პროდუქტს, თუმცა თარო ცარიელია. როგორ მოიქცევით?
შეფასების კრიტერიუმი: მომხმარებელთა მომსახურება
- 3
ცვლის ბოლოს სალაროში 20 ლარის დანაკლისი დაფიქსირდა. რა იქნება თქვენი მოქმედების თანმიმდევრობა?
შეფასების კრიტერიუმი: სალაროსთან მუშაობა
- 4
როგორ შესთავაზებთ მომხმარებელს დამატებით ნივთს ისე, რომ ეს ზედმეტად მომაბეზრებელი არ ჩანდეს?
შეფასების კრიტერიუმი: გაყიდვების უნარი
როგორ მუშაობს
- 1
აღწერეთ პოზიცია
შექმენით ვაკანსია. AuraHR თავად მოამზადებს კითხვებსა და შეფასების კრიტერიუმებს, თქვენ კი ირჩევთ სასურველს.
- 2
გააზიარეთ ბმული
კანდიდატები ხსნიან ბმულს პირდაპირ ბრაუზერში და ესაუბრებიან ინტერვიუერს მათთვის ხელსაყრელ დროს.
- 3
გაეცანით შედეგებს
თქვენი გუნდი იღებს სრულ ჩანაწერს, ტრანსკრიპტსა და ობიექტურ შეფასებას თითოეულ კითხვაზე — და მარტივად წყვეტს, ვის შეხვდეს პირადად.
გაყიდვების კონსულტანტი
პროდუქტის საერთო დემო · AuraHR
მოისმინეთ, როგორ მიმდინარეობს გასაუბრება
მოისმინეთ გაყიდვების კონსულტანტის სანიმუშო გასაუბრება AuraHR-ის რეალური ხმებით: როგორ სვამს AI ინტერვიუერი დამაზუსტებელ კითხვებს და როგორ აფასებს პასუხებს.
ხშირი კითხვები
შეუძლია თუ არა კანდიდატს გასაუბრება სამუშაო ცვლის შემდეგ გაიაროს?
დიახ. ბმული აქტიურია ნებისმიერ დროს თქვენ მიერ დადგენილ ვადამდე, ამიტომ კანდიდატებს შეუძლიათ გასაუბრება გაიარონ სამუშაო ცვლის შემდეგ ან დასვენების დღეებში.
შეუძლია თუ არა მაღაზიის მენეჯერს მხოლოდ საკუთარი კანდიდატების ნახვა?
დიახ. ვაკანსიაზე წვდომა შეგიძლიათ მისცეთ კონკრეტული მაღაზიის მენეჯერს, და ის მხოლოდ თავისი ფილიალის კანდიდატებს დაინახავს.
სჭირდება თუ არა კანდიდატს რაიმე პროგრამის დაყენება?
არა, არაფრის დაყენება არ არის საჭირო. გასაუბრება მიმდინარეობს პირდაპირ ბრაუზერში, პერსონალური ბმულით. დაწყებამდე სისტემა ავტომატურად ამოწმებს მიკროფონს (ხოლო თუ ვაკანსია მოითხოვს — კამერასა და ეკრანსაც).
იღებს თუ არა AI გადაწყვეტილებას კანდიდატის დაქირავებაზე?
დაქირავების გადაწყვეტილებას ყოველთვის თქვენი გუნდი იღებს. გასაუბრების პასუხები ფასდება დონეებითა და ციტატებით. CV-ის ქულები განაცხადების სწრაფ გადარჩევაში გეხმარებათ, თქვენ მიერ განსაზღვრულმა სავალდებულო მოთხოვნებმა კი შეიძლება შეუსაბამო განაცხადი ცალკე გადადოს. ასეთი განაცხადის გადახედვა და დაბრუნება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
AuraHR სხვა სფეროებისთვის
- სასტუმროები და რესტორნებისასტუმროები, რესტორნები და კაფეები
- ქოლ-ცენტრებიქოლ-ცენტრები და მომხმარებელთა მხარდაჭერა
- ბანკები და ფინანსებიფილიალები, სერვისცენტრები და მიკროსაფინანსო
- ლოგისტიკა და საწყობებისაწყობები, დისტრიბუცია და მიწოდება
- წარმოებაწარმოება, შეფუთვა და ხარისხის კონტროლი
- კლინიკები და ჯანდაცვაკლინიკები, საავადმყოფოები და ლაბორატორიები
- უძრავი ქონება და დეველოპმენტიდეველოპერები, სააგენტოები და გაყიდვების ოფისები
- ლაივ-სტუდიები და გეიმინგილაივ-სტუდიები, თამაშის წამყვანები და მხარდაჭერა
გამოცადეთ თქვენს უახლოეს ვაკანსიაზე.
შექმენით ვაკანსია, მოიწვიეთ კანდიდატები და ხვალ დილით უკვე პირველი გასაუბრებების შედეგები დაგხვდებათ.