კარიერის გვერდი,რომელიც CV-ებსთავად კითხულობს.

კანდიდატები განაცხადს თქვენი ბრენდის გვერდიდან აგზავნიან. AI თითოეულ CV-ს პოზიციის მოთხოვნებს ადარებს — განაცხადები წაუკითხავი აღარ გროვდება და თქვენმა გუნდმა იცის, საიდან დაიწყოს.

შემოუერთდი მოლოდინის სიას

განაცხადს თქვენი კარიერის გვერდიდან აგზავნიან

თქვენი აქტიური ვაკანსიები თქვენივე ბრენდის გვერდზე. საჭიროა მხოლოდ სახელი, ელფოსტა და CV — რეგისტრაციისა და პროგრამის დაყენების გარეშე.

careers.tsiskari.ge
ცისკარიKA · EN

შემოუერთდით ცისკრის გუნდს

3აქტიური ვაკანსია
  • მარკეტინგის მენეჯერი

    განაცხადების მიღების ვადა 30 ოქტომბერი

  • ფილიალის მენეჯერი

    განაცხადების მიღების ვადა 12 ნოემბერი

  • მოლარე

    განაცხადების მიღების ვადა 20 ნოემბერი

მთავარს თავიდანვე ეკითხებით

ვაკანსიას დაამატეთ საკუთარი კითხვები, მაგალითად ცვლებში მუშაობის შესახებ. კანდიდატი განაცხადის გაგზავნამდე ხედავს, რას მოითხოვს პოზიცია, თქვენ კი ხედავთ, ვინ შეესაბამება მას.

განაცხადის შევსება

მარკეტინგის მენეჯერი

ნინო კაპანაძე

nino@example.com

nino-kapanadze-cv.pdf

გიმართავთ მარკეტინგული ბიუჯეტი?

დიახარა

განაცხადის გაგზავნა

AI კითხულობს CV-ებს

AI თითოეულ CV-ს ვაკანსიისთვის განსაზღვრულ კომპეტენციებს ადარებს და აჩვენებს, სად აკმაყოფილებს მათ კანდიდატი — 0-დან 100-მდე ქულით.

92

ნინო კაპანაძე

CV-ის შეფასება მოთხოვნებთან შესაბამისობით

  • კამპანიების დაგეგმვა

    სავალდებულო

    აჭარბებს მოთხოვნებს
  • ბიუჯეტის მართვა

    სავალდებულო

    აკმაყოფილებს მოთხოვნებს
  • ანალიტიკის ინსტრუმენტები

    სასურველი

    აკმაყოფილებს მოთხოვნებს

გადაწყვეტილებას თქვენი გუნდი იღებს

კანდიდატები დალაგებულია პოზიციასთან შესაბამისობის მიხედვით, არგუმენტებისა და ციტატების მითითებით. ქულა მხოლოდ რეკომენდაციაა: ვის მოიწვევთ გასაუბრებაზე, თქვენი გუნდი წყვეტს.

მარკეტინგის მენეჯერი

დალაგებულია CV-ის ქულის მიხედვით

24 ახალი
  • 92

    ნინო კაპანაძე

    აჭარბებს მოთხოვნებსაკმაყოფილებს მოთხოვნებსაკმაყოფილებს მოთხოვნებს

  • 84

    გიორგი ბერიძე

    აკმაყოფილებს მოთხოვნებსაჭარბებს მოთხოვნებსCV-ში არ ფიქსირდება

  • 76

    მარიამ ლომიძე

    აკმაყოფილებს მოთხოვნებსსაჭიროებს განვითარებასაკმაყოფილებს მოთხოვნებს

AI-ის წინასწარი შეფასება CV-ის მიხედვით, რათა გაგიმარტივდეთ გადაწყვეტილება, ვის გაუგზავნოთ მოწვევა. სისტემა ავტომატურად არავის უარყოფს.

თავად გვერდი

  • თქვენი ბრენდის სტილში

    სამი თანამედროვე შაბლონი: თქვენი ლოგო, ფერები, სათაური და ფოტო. შაბლონის შეცვლისას პარამეტრები უცვლელად ინახება.

  • საკუთარ დომენზე

    განათავსეთ კარიერის გვერდი თქვენს საკუთარ ქვედომენზე, მაგალითად jobs.example.com.

  • ორ ენაზე

    კანდიდატი თავად ირჩევს გვერდის ენას — ქართულს ან ინგლისურს.

  • სრული კონტროლი

    შეაჩერეთ განაცხადების მიღება, მიუთითეთ ბოლო ვადა ან გააზიარეთ ვაკანსია პირდაპირი ბმულით, საიტზე გამოქვეყნების გარეშე.

ხშირად გვეკითხებიან

განაცხადი კარიერის გვერდიდან გავაგზავნე. რა ეტაპებს გადის ჩემი CV?
AI თქვენს CV-ს ვაკანსიის მოთხოვნებს ადარებს და კომპანიის HR გუნდს გადასცემს. ხელოვნური ინტელექტი არავის ბლოკავს: ვის მოიწვევენ გასაუბრებაზე, კომპანიის თანამშრომლები წყვეტენ. თუ თქვენთან პროცესის გაგრძელება გადაწყვიტეს, მოწვევას ელფოსტაზე მიიღებთ.
უარყოფს თუ არა AI კანდიდატებს?
არა. CV-ის ქულა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და თქვენს გუნდს ეხმარება გადაწყვიტოს, ვინ მოიწვიოს გასაუბრებაზე. ერთადერთი ავტომატური წესი თქვენ მიერ დადგენილი წინასწარი მოთხოვნებია: თუ კანდიდატის პასუხი სავალდებულო კითხვაზე პოზიციას არ შეესაბამება, მისი განაცხადი ცალკე გადაინაცვლებს, წერილი არ ეგზავნება და CV-იც არ შეფასდება. ამასთან, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ამ განაცხადის დაბრუნება და განხილვა.
რას ითვალისწინებს CV-ის ქულა?
მხოლოდ იმ კომპეტენციებს, რომლებსაც ვაკანსიაზე თქვენ განსაზღვრავთ — სავალდებულოს ან სასურველს. CV თითოეულ მათგანზე იღებს შესაბამის დონეს, საბოლოოდ კი ყალიბდება საერთო ქულა 0-დან 100-მდე.
სჭირდება თუ არა კანდიდატს რეგისტრაცია?
არა. კანდიდატს რეგისტრაცია ან ანგარიშის შექმნა არ სჭირდება. საკმარისია მიუთითოს სახელი, ელფოსტა და ატვირთოს CV (PDF, DOC ან DOCX ფორმატში, 5 მბ-მდე).
შეიძლება თუ არა გვერდი ჩვენს დომენზე მუშაობდეს?
დიახ. შეგიძლიათ მიაბათ საკუთარი ქვედომენი, მაგალითად jobs.example.com. ამისთვის საკმარისია დაამატოთ სისტემაში მითითებული DNS ჩანაწერები და გადაამოწმოთ. მანამდე კი გვერდი careers.aurahr.ge-ის მისამართზე იმუშავებს.

გამოცადეთ თქვენს უახლოეს ვაკანსიაზე.

CV-ების ავტომატური შეფასება შედის Growth და უფრო მაღალ პაკეტებში, ხოლო საკუთარი დომენის მიბმა — Scale პაკეტიდან.

შემოუერთდი მოლოდინის სიას