მოუსმინეთ ყველა კანდიდატს.შეხვდით საუკეთესოებს.

AI ინტერვიუერი პირადად ესაუბრება თითოეულ კანდიდატს. თქვენ კი იღებთ აუდიოჩანაწერს, ტრანსკრიპტსა და ციტატებით გამყარებულ შეფასებას.

განაცხადიდან საუკეთესო კანდიდატებამდე ერთ სივრცეში.

კანდიდატები განაცხადს თქვენი ვაკანსიების გვერდიდან აგზავნიან, AI ინტერვიუერი თითოეულ მათგანს ესაუბრება, თქვენი გუნდი კი გადაწყვეტილებას რეალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს.

  1. 1

    განაცხადი თქვენი ვაკანსიების გვერდიდან

    ვაკანსიების გვერდი თქვენი ბრენდის სტილში, აქტიური ვაკანსიებითა და განაცხადის საკუთარი კითხვებით.

    careers.tsiskari.ge

    ცისკარი

    მიმდინარე ვაკანსიები

    • მარკეტინგის მენეჯერი

      თბილისი · სრული განაკვეთი

    • ფილიალის მენეჯერი

      ბათუმი · სრული განაკვეთი

    • მოლარე

      თბილისი · ცვლებით

    პლატფორმა: AuraHR

  2. 2

    AI ყველა კანდიდატს ესაუბრება

    ხმოვანი გასაუბრება დამაზუსტებელი კითხვებით, ქართულად ან ინგლისურად.

    ინტერვიუერი საუბრობს

    გამარჯობა, ნინო, მადლობა, რომ შემოგვიერთდით. მომიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ.

    კანდიდატი

    მაგალითი AI-ით შექმნილი კანდიდატით

  3. 3

    გადაწყვეტილებას მტკიცებულებებით იღებთ

    თითოეული შეფასება პირდაპირ უკავშირდება აუდიოჩანაწერის კონკრეტულ მონაკვეთს. თქვენი გუნდი ეცნობა მტკიცებულებებს, ადარებს კანდიდატებს და იღებს გადაწყვეტილებას.

    სანიმუშო გასაუბრების ანგარიში

    ᲜᲙ

    ნინო კაპანაძე

    მარკეტინგის მენეჯერი

    გაზომვადი მიზნების დასახვა

    აჭარბებს მოთხოვნებს
    „ერთი მკაფიო მიზანი დავისახეთ: ორი ათასი რეგისტრაცია ექვს კვირაში.“ადასტურებს · 04:12

    შედეგების გაზომვა

    აკმაყოფილებს მოთხოვნებს
    „Instagram-ის რეკლამასა და მაღაზიის პოსტერებს ცალ-ცალკე ბმული ჰქონდა. რეგისტრაციების თითქმის ნახევარი პოსტერებიდან მოვიდა.“ადასტურებს · 04:20

ვაკანსიების გვერდი, რომელიც CV-ებს თქვენ ნაცვლად კითხულობს.

კანდიდატები განაცხადს თქვენი ბრენდირებული ვაკანსიების გვერდიდან აგზავნიან. AI თითოეულ CV-ს პოზიციის მოთხოვნებს ადარებს, ამიტომ განაცხადები წაუკითხავი აღარ გროვდება.

  • თითოეული CV შედარებულია პოზიციის მოთხოვნებთან
  • ყველაზე შესაბამისი კანდიდატები სიის თავშია
  • ყველა გადაწყვეტილებას თქვენი გუნდი იღებს
როგორ მუშაობს ვაკანსიების გვერდი

careers.tsiskari.ge·24 ახალი

მარკეტინგის მენეჯერი

დალაგებულია CV-ის ქულის მიხედვით

24 ახალი
  • 92

    ნინო კაპანაძე

    აჭარბებს მოთხოვნებსაკმაყოფილებს მოთხოვნებსაკმაყოფილებს მოთხოვნებს

  • 84

    გიორგი ბერიძე

    აკმაყოფილებს მოთხოვნებსაჭარბებს მოთხოვნებსCV-ში არ ფიქსირდება

  • 76

    მარიამ ლომიძე

    აკმაყოფილებს მოთხოვნებსნაწილობრივ აკმაყოფილებსაკმაყოფილებს მოთხოვნებს

AI ასისტენტიბეტა

იკითხეთ ყველაფერი, რაც შერჩევას ეხება.პასუხებს მტკიცებულებებით მიიღებთ.

AI ასისტენტი იცნობს თქვენს ვაკანსიებს, კანდიდატებსა და გასაუბრებებს და გპასუხობთ ქართულად, ინგლისურად ან რუსულად. კანდიდატის შესახებ ყოველ პასუხს თან ახლავს ციტატა, CV-ის მონაკვეთი ან ქულა, რომელსაც ის ეყრდნობა.

  • იპოვის, ვინ რა თქვა ყველა გასაუბრებაში
  • შეადარებს კანდიდატებს და აგიხსნით ნებისმიერ ქულას
  • თქვენი დადასტურების გარეშე არაფერს ცვლის
პაკეტების შედარება

უფასო საცდელ პერიოდში თვეში 60 კითხვა შედის, ყველა პაკეტში კი მეტი.

ჰკითხეთ აურას

ბეტაბუღალტერი · თბილისი

ვის აქვს SAP-ში მუშაობის გამოცდილება?

გასაუბრებებში ვეძებ…

სამ კანდიდატს. თითოეული ციტატა ჩანაწერს სწორედ ამ მომენტიდან ხსნის.

  • ნინო კაპანაძე

    04:12

    „სამი წელი სავაჭრო ქსელში თვის დახურვას SAP-ში ვაკეთებდი.“

  • გიორგი ბერიძე

    02:47

    „ბანკში ყოველდღე SAP-ში ინვოისებს ვატარებდი.“

  • მარიამ ლომიძე

    06:05

    „ორი წელი SAP-ში ვმუშაობდი, ძირითადად გადახდებზე.“

მივანიჭოთ 3 კანდიდატს სტატუსი „შერჩეულია“?

შეიცვლება მხოლოდ სტატუსი კანდიდატების სიაში. წერილი არავის გაეგზავნება.

დადასტურებაგაუქმება

იკითხეთ კანდიდატებზე ან მითხარით, რა გავაკეთო…

კანდიდატისთვის ეს უბრალოდ ცოცხალი საუბარია.

  • ერთი ბმული, ინსტალაციის გარეშე

    იხსნება პირდაპირ ბრაუზერში პირადი ბმულით. მიკროფონის წამიერი შემოწმება და საუბარიც იწყება.

  • მისთვის ხელსაყრელ დროს

    ცვლის შემდეგ, საღამოს თუ დასვენების დღეებში. ბმული აქტიურია თქვენ მიერ განსაზღვრულ ვადამდე.

  • ალტერნატიული ფორმატი საჭიროებისას

    თუ კანდიდატს ხმოვანი გასაუბრების გავლა არ შეუძლია, მას იმავე ბმულიდან შეუძლია ალტერნატიული ფორმატის მოთხოვნა.

არავინ რჩებაუყურადღებოდ.

უპასუხოდ დატოვებული CV-ების ნაცვლად თითოეული კანდიდატი რეალურ გასაუბრებას გადის. აღარც ცარიელი „დაგიკავშირდებით“ და აღარც ფუჭი მოლოდინი.

სალომე

ქოლ-ცენტრი

გასაუბრება

12 წთ

ირაკლი

ცვლის მენეჯერი

გასაუბრება

16 წთ

ქეთევანი

გაყიდვები

გასაუბრება

9 წთ

ყველას მოვუსმენთ

იდეალურია მასობრივი დაქირავებისთვის

კაფეები, ქოლ-ცენტრები, მაღაზიები და ფილიალები: პოზიციები, სადაც თითოეულ ვაკანსიაზე ასობით განაცხადი შემოდის.

  • ბარისტა

  • ქოლ-ცენტრის ოპერატორი

  • მოლარე-კონსულტანტი

  • საწყობის თანამშრომელი

  • ბანკის ოპერატორი

ხშირად დასმული კითხვები

სჭირდება თუ არა კანდიდატს რაიმე პროგრამის დაყენება?

არა, არაფრის დაყენება არ არის საჭირო. გასაუბრება მიმდინარეობს პირდაპირ ბრაუზერში, პერსონალური ბმულით. დაწყებამდე სისტემა ავტომატურად ამოწმებს მიკროფონს (ხოლო თუ ვაკანსია მოითხოვს, კამერასა და ეკრანსაც).

იღებს თუ არა AI გადაწყვეტილებას კანდიდატის დაქირავებაზე?

დაქირავების გადაწყვეტილებას თქვენი გუნდი იღებს. გასაუბრების პასუხები ფასდება დონეებითა და შესაბამისი ციტატებით. CV-ის ქულებით შესაძლებელია განაცხადების დალაგება განსახილველად, ხოლო პასუხები, რომლებიც თქვენს სავალდებულო მოთხოვნებს არ შეესაბამება, მოინიშნება როგორც „გამომრიცხავი“, რათა თქვენმა გუნდმა შეაფასოს.

რა ხდება, თუ კანდიდატს ხმოვანი გასაუბრების გავლა არ შეუძლია?

თუ კანდიდატისთვის ხმოვანი ფორმატი მოუხერხებელია, მას შეუძლია იმავე ბმულიდან ელფოსტით მოითხოვოს ალტერნატიული ფორმატი (მაგ. პირისპირ გასაუბრება). წერილი თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე მოვა.

რას ვიღებთ ყოველი გასაუბრების შემდეგ?

სრულ აუდიოჩანაწერს, ზუსტ ტრანსკრიპტს, თითოეული კითხვის შეფასებას შესაბამისი ციტატებით, გამომრიცხავი კრიტერიუმების შემოწმებასა და თქვენი გუნდის შენიშვნების სივრცეს.

დაიწყეთ თქვენი შემდეგი ვაკანსიით.

შექმენით ვაკანსია, მოიწვიეთ კანდიდატები და ხვალ დილით უკვე პირველი გასაუბრებების შედეგები დაგხვდებათ.

დაწყება